SMS ქისა About Project Operators and tariffs FAQ Contact us Your account Small Logo
About project პროექტის შესახებ
Operators and tariffs ტარიფები
FAQ დახმარება
Contact Us მოგვწერეთ
Your Account თქვენი ანგარიში

Your Account ანგარიშში შესვლა
სახელი:
პაროლი:

საინტერესო საიტები
www.conference.ge

Top Sites Top 10 Sites
1 http://myauto.ge
2 http://mymarket.ge
3 http://big-man.ge/
4 http://bazroba.net
ხშირად დასმული შეკითხვები

მოკლედ რომ ვთქვათ, რა უნდა გავაკეთო რომ მივიღო შემოსავლები SMS-ით?
იმისავის რომ მიიღოთ შემოსავლები SMS-ით, თქვენ უნდა დარეგისტრირდეთ "SMS-ქისა"-პარტნიორულ პროგრამაში. რეგისტრაციის შემდეგ, თქვენს ანგარიშში თქვენ გექნებათ საშუალება მიიღოთ HTML კოდი თქვენი საიტისთვის. რეგისტრაციის გავლა შეგიძლიათ ამ გვერდზე.

გავიარე რეგისტრაცია მაგრამ ვერ შევდივარ ჩემს ანგარიშში?
რეგისტრაციის შემდეგ, თქვენს მიერ მითითებულ ელფოსტის მისამართზე გაიგზავნება წერილი თქვენი ანგარიშის აქტივაციის კოდით. აუცილებელი არის თქვენი ანგარიშის გააქტიურება ამ კოდის მეშვეობით. თუ თქვენ არასწორად შეიყვანთ ელფოსტის მისამართს, მაშინ ანგარიშის გააქტიურებას ვერ შეძლებთ. დამატებითი შეკითქვებისთვის შეგიძლიათ მოგვწეროთ.

შევედი ჩემს ანგარიშში, როგორ მივიღო HTML კოდი?
თქვენს ანგარიშში, იმისათვის რომ მიიღოთ HTML კოდი, თქვენ უნდა დაარეგისტრიროთ საიტის მისამართი. საიტის დამატების შემდეგ, "თქვენი ვებ საიტების" ცხრილში თქვენ ნახავთ ბმულს, რომელზე დაჭერისას თქვენ შეხვალთ საიტის დეტალებში. იქ დაინახავთ ველს "HTML კოდი თქვენი ვებ საიტისთვის".

შემიძლია თუ არა HTML კოდის განთავსება სხვა საიტებზე?
თქვენ შეგიძლიათ განათავსოთ HTML კოდი ნებისმიერი რაოდენობის სხვადასხვა საიტებზე, ნებისმიერ ადგილას. მაგრამ, თუ თქვენ გაქვთ რამდენიმე ვებ საიტი, მაშინ ჩვენ გირჩევთ დაარეგისტრიროთ თქვენი საიტები ცალ-ცალკე. ეს არ არის აუცილებელი, მაგრამ ეს იქნება მოსახერხებელი თქვენთვისაც. ყოველი საიტი მიიღებს უნიკალურ HTML კოდს, რომლის მეშვეობით, თქვენთვის მარტივი იქნება გააკონტროლოთ ყოველი საიტის შემოსავალი და პოპულარობა. საიტების რაოდენობა ტარიფებზე და სხვა პირობებზე გავლენას არ ახდენს.

განვათავსე HTML კოდი. ახლა რა ვქნა?
კოდის განთავსების მომენტიდან, თქვენ შეგიძლიათ გააკონტროლოთ თქვენი საიტის(საიტების) მომხმარებლების აქტიურობა. ყოველი გამოგზავნილი SMS-ი აისახება თქვენი საიტის სტატისტიკაში. თქვენ ასევე შეგიძლიათ ნახოთ გამოგზავნილი SMS-ების სია. ყოველი გამოგზავნილი SMS-ი აისახება თქვენი ანგარიშის ბალანსზე.

ბოლოსდაბოლოს რა შემოსავალს ვიღებ ყოველი SMS-იდან?
ყოველი 50 თეთრიანი SMS-იდან თქვენ გრჩებათ 14 თეთრი ჯეოსელიდან გამოგზავნის შემთხვევაში და 15 თეთრი მაგთიდან გამოგზავნის შემთხვევაში.

ყოველი 1 ლარიანი SMS-იდან თქვენ გრჩებათ 33 თეთრი ჯეოსელიდან გამოგზავნის შემთხვევაში და 38 თეთრი მაგთიდან გამოგზავნის შემთხვევაში.

გარდა ამისა, თანხის გამოტანის დროს, თქვენ ჩამოგეჭრებათ 12% საშემოსავლო გადასახადი, რომელიც გადაირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში.

დამატებითი ინფორმაცია ტარიფების შესახებ იხილეთ ტარიფების გვერდზე.

როგორ გამოვიტანო ფული ჩემი ანგარიშიდან?
თქვენი ანგარიშიდან თანხის განაღდება მოხდება თვეში ერთხელ, თვის შუა რიცხვებში. მაგრამ, თქვენი სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელი არის თანხის განაღდება ნებისმიერ საბანკო სამუშაო დღეს. ჩვენ გირჩევთ გახსნათ საბანკო ანგარიში საქართველოში მოქმედ ნებისმიერ ბანკში და თანხა ავტომატურად გადმოგერიცხებათ ამ ანგარიშზე. ყოველი გადმორიცხვის (განაღდების) საკომისიო არის 1.60 ლარი (ერთი ლარი და სამოცი თეთრი). ამ თანხაში შედის საბანკო გადარიცხვის საკომისიოც. ანგარიშსწორება შესაძლებელია მხოლოდ საბანკო გადარიცხვით.

თანხის გამოსატანად, თქვენ უნდა მოგვაწოდოთ თქვენი საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები (ბანკის კოდი, ანგარიშის ნომერი და თქვენი სახელი და გვარი) ამ ფორმის მეშვეობით.

თუ თქვენ ვერ იპოვეთ პასუხი თქვენს შეკითხვაზე, შეგიძლიათ მოგვწეროთ ამ ფორმის მეშვეობით.
Copyright © 2006 SMS ქისა.