SMS ქისა About Project Operators and tariffs FAQ Contact us Your account Small Logo
About project პროექტის შესახებ
Operators and tariffs ტარიფები
FAQ დახმარება
Contact Us მოგვწერეთ
Your Account თქვენი ანგარიში

Your Account ანგარიშში შესვლა
სახელი:
პაროლი:

საინტერესო საიტები
www.conference.ge

Top Sites Top 10 Sites
1 http://myauto.ge
2 http://mymarket.ge
3 http://big-man.ge/
4 http://bazroba.net
ოპერატორები და ტარიფები

ყოველი გამოგზავნილი SMS-იდან თქვენ, როგორც საიტის ადმინისტრატორი, მიიღებთ რეალურ შემოსავალს თქვენს ანგარიშზე. ამ გვერდზე არის აღწერილი თუ რა თანხები გადაირიცხება SMS-ით და რა მოგება დაგრჩებათ თქვენ ყოველი SMS-ის მიღების შემდეგ.

SMS-ქისა პროექტს აქვს აღებული ორ-ორი ნომერი Magti GSM და GeoCell-ში. ამ ნომრებზე SMS-ის გაგზავნის შემთხვევაში გამგზავნის ბალანსს ჩამოეჭრება 50 თეთრი ან 1 ლარი. ეს თანხა გადმოირიცხება თქვენს ანგარიშზე. მაგრამ, ამ თანხის ნახევარზე მეტს იტოვებს Magti ან GeoCell-ი.

ახლა კი უფრო დეტალურად არსებული ტარიფების შესახებ...

ყოველი SMS თანხიდან, Magti GSM ან GeoCell იტოვებს გარკვეულ საკომისიოს. საკომისიო ითვლება შემდეგი ტარიფით:

SMS-ის ფასს აკლდება 6 თეთრი და დარჩენილი თანხის 50%(GeoCell) ან 60%(Magti GSM) მინუს დღგ ირიცხება ნომრის ანგარიშზე. ანუ, მაგალითად, თუ SMS-ის ფასია 1 ლარი, სუფთა მოგება დაითვლება შემდეგნაირად:

GeoCell
1 ლარს - 6 თეთრი = 94 თეთრი.
94 თეთრი * 50% = 47 თეთრი.
47 თეთრს - დღგ (7 თეთრი) = 40 თეთრი.

Magti GSM
1 ლარს - 6 თეთრი = 94 თეთრი.
94 თეთრი * 60% = 56 თეთრი.
56 თეთრს - დღგ (9 თეთრი) = 47 თეთრი.

თუ SMS-ის ფასია 50 თეთრი, მაშინ სუფთა მოგება დაითვლება შემდეგნაირად:

GeoCell
50 თეთრს - 6 თეთრი = 44 თეთრი.
44 თეთრი * 50% = 22 თეთრი.
22 თეთრს - დღგ (3 თეთრი) = 19 თეთრი.

Magti GSM
50 თეთრს - 6 თეთრი = 44 თეთრი.
44 თეთრი * 60% = 26 თეთრი.
26 თეთრს - დღგ (4 თეთრი) = 22 თეთრი.

ანუ რეალურად Magti GSM-იდან მიღებული შემოსავალი არის 47 და 22 თეთრი, ხოლო . GeoCell-იდან - 40 და 19 თეთრი. გარდა ამისა, Magti GSM იღებს მომსახურების საკომისიოს 10 ლარის ოდენობით თვეში ერთხელ.

გარდა ამისა, თანხის გამოტანის დროს, თქვენ ჩამოგეჭრებათ 12% საშემოსავლო გადასახადი, რომელიც გადაირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში.

ამ თანხებიდან SMS-ქისა ასევე იტოვეს მომსახურების საკომისიოებს:

მომსახურება საკომისიო
50 თეთრიანი SMS-ის მიღება და ჩარიცხვა (GeoCell). 5 თეთრი
1 ლარიანი SMS-ის მიღება და ჩარიცხვა (GeoCell). 7 თეთრი
50 თეთრიანი SMS-ის მიღება და ჩარიცხვა (Magti GSM).* 7 თეთრი
1 ლარიანი SMS-ის მიღება და ჩარიცხვა (Magti GSM).* 9 თეთრი
თანხის განაღდება ანგარიშიდან (თვეში ერთხელ) 1.60 ლარი
* Magti GSM ოპერატორისგან მიღებული SMS-ების საკომისიო 2 თეთრით აღემატება GeoCell-ის ანალოგიურ საკომისიოებს. ეს ხდება Magti GSM-ის მიერ ნომერზე დაწესებული მომსახურების ტარიფის გამო (10 ლარი თვეში). GeoCell-ს ეს ტარიფი არ აქვს.

ანუ, საბოლოოდ, თქვენ როგორც საიტის ადმინისტრატორს ყოველი 50 თეთრიანი SMS-იდან გრჩებათ 14(GeoCell) ან 15(Magti GSM) თეთრი, ხოლო ყოველი 1 ლარიანი SMS-იდან - 33(GeoCell) ან 38(Magti GSM) თეთრი.

თუ თქვენი საიტი მიიღებს თვეში 500 SMS-ზე მეტს, შესაძლებელი იქნება თქვენთვის სპეციალური სატარიფო გეგმის შედგენა.

Copyright © 2006 SMS ქისა.